Saturday, September 1, 2012

გაკვეთილის  მთავარი  თემა
ოთხკუთხედი.ოთხკუთხედის კერძო სახეები.ამოზნექილი ოთხკუთხედი.
სწავლების  საფეხური (კლასი)
VIIIკლასი
მოსწავლეთა  პროფილი
აღნიშნულ  კლასში სწავლობს 5(ხუთიბავშვი.აქედან  2(ორგოგონაა  და  3(სამ) ვაჟი.
გაკვეთილის  მიზნები  და   შედეგები
მოსწავლემ შეძლოს ოთხკუთხედის ელემენტების ამოცნობა, ოთხკუთხედების კლასიფიკაცია ამოზნექილობისა და ჩაზნექილობის მიხედვით, ოთხკუთხედის კუთხეების ჯამის დადგენა.
წინასწარი  ცოდნა
●აქვს პირველადი გეომეტრიული ფიგურების შესახებ წარმოდგენები.
●იცის ელემენტარული გეომეტრიული ცნებები და აქსიომები.
●აქვს წარმოდგენები გეომეტრილი ფიგურების ელემენტების შესახებ.
შეფასების  საგანაი  და პროცედურები
შეფასების  რუბრიკა.
სასწავლო  მასალა  და  ტექნიკური  რესურსები
დაფა,ფერადი  ცარცები, ფურცლები, კომპიუტერი, პროექტორი, კომპიუტერული პროგრამა  WWW.cut-the-knot.org/pythagoras/index.shtaml
გაკვეთილის  მსვლელობა/საკლასო  მენეჯმენტი
გაკვეთილზე  შესვლისას  კითხვა-პასუხის  მეთოდით  ვადგენ მოსწავლეთა  ცოდნის  დონეს.(5 წთ.)
მოსწავლეებს  დაფაზე დავახაზინებ ოთხკუთხედებს და ამოვაცნობინებ მათ შორის რომელია ამოზნექილ და ჩაზნექილი.(7 წთ.)
●ამის შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვ სავარჯიშო რვეულებში ამოიწერინ დაფაზე დახაზული ოთხკუთხედების გვერდები, კუთხეები,დიაგონალები და დაადგინონ განსხვავება ამოზნექილი და ჩაზნექილი ოთხკუთხედების დიაგონელებს შორის.  
(10წთ.)
მოსწავლეთა წყვილებს დავავალებ განსაზღვრონ რისი ტოლია ამოზნექილი ოთხკუთხედის კუთხეების ჯამი. (მივცემ მითითებას რომ გამოიყენონ ის რომ სამკუთხედის კუთხეების ჯამი არის 1800-ი.) ამის შემდეგ  წყვილებს ერთმანეთში გავაცვლევინებ ნამუშევრებს და შევამოწმებინებ.გზაგზა მათი საჭიროებების მიხედვით     გავუწევ შესაბამის დახმარებას.(15წთ.)
ვისარგებლებ პროექტორით ( ინტერნეტით ) და მოსწავლეებს ვუჩვენებ აღნიშნული თემის შესაბამის მასალას.          (5 წთ.)
მივცემთ   მითითებებს  მთელ   კლასს   საშინაო   დავალების   შესრულების  შესახებ .(3წთ)